Accessibility links

დაღესტანში მოკლეს მეამბოხეების ჯგუფ "კავკასიის საამიროს" ლიდერი


რუსეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, დაღესტანში მოკლეს ალიასხაბ კებეკოვი - მემაბოხეების ჯგუფ „კავკასიის საამიროს“ ლიდერი. ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, კებეკოვი იყო ერთ-ერთი სამ ექსტრემისტს შორის, რომელიც მოკლული იპოვეს დაღესტანში უშიშროების ძალებსა და შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკების შემდეგ. შეტაკება მოხდა ქალაქ ბუინაკსკის გარეუბანში. ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამისტ ექსტრემისტებთან დაკავშირებული ორი ვებსაიტიც იუწყება კებეკოვისა და კიდევ ორი მებრძოლის დაღუპვის შესახებ. 43 წლის ალიასხაბ კებეკოვი იყო დაღესტნელი თეოლოგი, რომელიც შარშან აირჩიეს დოკუ უმაროვის მემკვიდრედ „კავკასიის საამიროს“ სათავეში. მანამდე, 2014 წლის მარტში გავრცელდა ცნობა უმაროვის სიკვდილის შესახებ. „კავსკასიის საამირო“ მიჩნეულია მეამბოხეთა მთავარ გაერთიანებად ჩრდილოეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG