Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლელო - შერკინება გურულად


ლელო - შერკინება გურულად
please wait

No media source currently available

0:00 0:06:13 0:00

წელიწადში ერთხელ, აღდგომის დღესასწაულზე, გურულები ლელობურთს თამაშობენ. ლანჩხუთის რაიონის სოფელი შუხუთი ორად იყოფა - ქვემო და ზემოშუხუთელები ერთმანეთს ძალაში ეჯიბრებიან. ვინც შეძლებს და ერთფუთიან (16-კილოგრამიან) ბურთს თავისი სოფლისკენ წაიღებს, გამარჯვებულიც ის არის. შუხუთელების თქმით, დღემდე ზუსტად არავინ იცის, ვინ იგებს და არც ის, თუ რამდენი წელია თამაშობენ გურულები ლელობურთს. თუმცა ყველა შუხუთელი თანხმდება იმაში, რომ ლელო მათი მთავარი ტრადიცია, დღესასწაული და ცხოვრების წესია. მთელი წელი სოფელში სიმშვიდეა, ერთი წლის თავზე კი, ლელოს თამაშის დღეს, რამდენიმე საათით შუხუთი გურიაში ყველაზე ხმაურიან ადგილად იქცევა. თუმცა წელს ლელოს თამაშით გამოწვეული სიხარული შუხუთელებს მწუხარებით შეეცვალათ - თამაშს, ბოლო მრავალი წლის განმავლობაში პირველად, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG