Accessibility links

logo-print

გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივ ხელუსუფლებას მაჟორიტარის ბიურო ბლოკირებული აქვს


გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას მაჟორიტარის ბიურო ბლოკირებული აქვს. ამის შესახებ განცხადება ღვინიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" გურჯაანის ოფისში გააკეთა. „აღარ არის საუბარი მაჟორიტარის ბიუროზე, ბლოკირებული აქვს ხელისუფლებას მთელი გამგეობის შენობა. განაცხადა ღვინიაშვილმა. დეპუტატის ინფორმაციით, ანტიკორუფციული კომისია მუშაობას აგრძელებს და დღეს მოსახლეობას შეხვდება. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ცნობით კი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის საპარლამენტო ბიუროს კარზე ცოცხი და "ნაციონალური მოძრაობის" შეურაცხმყოფელი ბანერები გააკრეს. გურჯაანის გამგებლის, გია გერგიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, ვინ გააკრა ცოცხი და "ნაციონალური მოძრაობის" შეურაცხმყოფელი ბანერები გიორგი ღვინიაშვილის ბიუროს კარზე. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გურჯაანში "ანტიკორუფციული კომისია" შექმნეს. პარტიის წარმომდგენელები გუშინ გამგეობის შენობაში მივიდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

XS
SM
MD
LG