Accessibility links

logo-print

სი ძინპინი: ჩინეთი ყოველთვის პაკისტანის გვერდით იქნება


ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი ყოველთვის იყო პაკისტანის გვერდით, როცა კი ეს ქვეყანა დახმარებას საჭიროებდა. 21 აპრილს პაკისტანის პარლამენტში გამოსვლისას, რომელიც სატელევიზიო ეთერით გადაიცემოდა, ჩინეთის პრეზიდენტმა ისაუბრა ჩინეთსა და პაკისტანს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ. თავის გამოსვლაში სი ძინპინმა არაერთხელ მიანიშნა ისლამისტურ ექსტრემიზმზე და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ სხვა საფრთხეებზე და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებს ერთმანეთის მსგავსი პრობლემები და ბრძოლა აკავშირებს. მისი თქმით, ჩინეთი არასოდეს დაივიწყებს იმ წვლილს, რომელიც პაკისტანმა შეიტანა ჩინეთის დასავლეთის საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში. სი ძინპინი ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს პაკისტანს. 20 აპრილს მან და პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაზ შარიფმა 46 მილიარდამდე დოლარის ღირებულების პროექტები წამოიწყეს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში. მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლებიც საფუძველს უყრის ეკონომიკურ დერეფანს ჩინეთსა და პაკისტანს შორის.

XS
SM
MD
LG