Accessibility links

logo-print

ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ მორსის მიესაჯა 20 წლით პატიმრობა


ეგვიპტის სასამართლომ 20 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა დამხობილ პრეზიდენტს, ისლამისტ მუჰამედ მორსის და მუსლიმთა საძმოს კიდევ 12 ლიდერს, 2012 წელს დემონსტრანტების მკვლელობასთან კავშირის გამო. ეგვიპტის პირველ არჩეულ ლიდერს და სხვა ბრალდებულებს სასამართლომ 21 აპრილს გამოუტანა განაჩენი. საქმე უკავშირდება 2012 წლის დეკემბერში პრეზიდენტის სასახლის გარეთ მომხდარ ძალადობას. მორსის მხარდამჭერები თავს დაესხნენ ოპოზიციონერ დემონსტრანტებს, შეხლა-შემოხლას ემსხვერპლა სულ მცირე 10 ადამიანი. მორსის და მუსლიმთა საძმოს ბევრ სხვა წევრს კიდევ რამდენიმე ბრალდება აქვთ წაყენებული. მორსი 2013 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხეს. მას შემდეგ ის საპორტო ქალაქ ალექსანდრიასთან ახლოს, გაძლიერებული დაცვის ციხეში იმყოფება.

XS
SM
MD
LG