Accessibility links

logo-print

სომალიში 10 ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად


სომალის უშიშროების სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა დედაქალაქ მოგადიშუში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოეწყო სომალის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, ხალხით სავსე კაფესთან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. აფეთქება მოხდა მიუხედავად უშიშროების მკაცრი ზომებისა მას შემდეგ, რაც ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტებმა წინა დღეს ჩრდილო-აღმოსავლეთ სომალიში დახოცეს გაეროს შვიდი თანამშრომელი. 20 აპრილის ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების ჯგუფმა „ალ-შაბააბმა“.

XS
SM
MD
LG