Accessibility links

გაერო: ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვას 800-ზე მეტი მიგრანტი შეეწირა


გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, გასული კვირის ბოლოს 800-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა ევროპაში ჩასვლის მცდელობისას, მათი გემის ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროსთან ჩაძირვის შედეგად. გაეროს მონაცემებით, საქმე ეხება ყველაზე მრავალრიცხოვან მსხვერპლს ხმელთაშუა ზღვაში ასეთი ინციდენტებისას. ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა 21 აპრილს განაცხადა, რომ მსხვერპლის რაოდენობა დაადგინეს გადარჩენილების - 28 ადამიანის - გამოკითხვის საფუძველზე. ამასობაში, იტალიელმა სამართალდამცველებმა დააკავეს გემის კაპიტანი და ეკიპაჟის წევრი, ადამიანების ტრეფიკინგში ეჭვმიტანის საფუძველზე. ისინი დააკავეს სიცილიაში, სადაც ჩავიდნენ 19 აპრილს სამაშველო ნავით, სხვა გადარჩენილებთან ერთად. ტრეფიკერების შეჩერება იქნება მთავარი თემა ევროკავშირის საგანგებო სამიტზე, რომელიც 23 აპრილს ბრიუსელში გაიმართება.

XS
SM
MD
LG