Accessibility links

logo-print

პარიზში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ეკლესიებზე თავდასხმას აპირებდა


პარიზში დააკავეს მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, აპირებდა ეკლესიებზე თავდასხმის მოწყობას. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბერნარ კაზნიოვის განცხადებით, 24 წლის მამაკაცი 19 აპრილს დააკავეს. მის შესახებ უშიშროების სამსახურისათვის ცნობილი იყო, რომ აპირებდა სირიაში წასვლას ისლამისტების რიგებში საბრძოლველად. სამ თვეზე ცოტა მეტია გასული მას შემდეგ, რაც ისლამისტმა ექსტრემისტებმა 17 ადამიანი დახოცეს პარიზში და მის გარეუბანში რამდენიმე თავდასხმის შედეგად. კაზნიოვის მონაცემებით, 19 აპრილს დაკავებული პირის სახლში და ავტომანქანაში იპოვეს იარაღი, ტყვია-წამალი და მასალა, რომელიც მიუთითებს, რომ ეჭვმიტანილი აპირებდა თავდასხმის მოწყობას "ერთ, ან ორ ეკლესიაზე".

XS
SM
MD
LG