Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი თალიბები აცხადებენ, რომ 24 აპრილს დაიწყებენ საგაზაფხულო შეტევას


ავღანეთში თალიბანმა გამოაცხადა, რომ 24 აპრილს იწყებს ყოველწლიურ საგაზაფხულო შეტევას. 22 აპრილს საინფორმაციო საშუალებებისათვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ საგაზაფხულო ოპერაცია სახელწოდებით „აზმი“, რაც "სიმტკიცეს" ნიშნავს, 24 აპრილს დილის 5 საათზე დაიწყება და მიმართული იქნება „უცხოელი ოკუპანტების, განსაკუთრებით მათი სამხედრო ბაზების, მარიონეტული რეჟიმის წევრების, მათი სამხედრო გაერთიანებების, განსაკუთრებით მათი დაზვერვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების წინააღმდეგ“. ავღანეთის უშიშროების ძალები, უმეტესწილად, საკუთარი ძალებით ებრძვიან თალიბანს მას შემდეგ, რაც ავღანეთი გასულ წელს დატოვა უცხოელი მებრძოლების უმრავლესობამ. ნატოს ხელმძღვანელობით წელს, 1 იანვრიდან მოქმედი ახალი მისია, ძირითადად, დაკავებულია ავღანეთის უშიშროების ძალების წვრთნით. მისია მოიცავს 12 000-მდე უცხოელ ჯარისკაცს, მათ შორის 9800 ამერიკელ და 900-მდე ქართველ სამხედრო მოსამსახურეს.

XS
SM
MD
LG