Accessibility links

დღეს საღამოს საქართველოს ეწვევა ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო


დღეს საღამოს საქართველოს ეწვევა ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც ხვალიდან გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს. პრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილის და ალექსანდრ ლუკაშენკოს პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართება საქართველოს და ბელორუსიის სამთავრობო დელეგაციების გაფართოებული მოლაპარაკება. ალექსანდრ ლუკაშენკო შეხვდება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს. 24 აპრილს ბელორუსიის პრეზიდენტი ბათუმს ეწვევა. თბილისში უკვე იმყოფებიან ბელორუსიის სამთავრობო დელეგაციის წევრები და ბიზნესმენები. დღეს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას და ბელორუსიის სოფლის მეურნეობის და მრეწველობის მინისტრების, ლეონიდ ზაიაცის და ვიტალი ვოვკის შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხვალ საქართველო და ბელორუსია ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ერთობლივი საწარმოები შეიქმნება. დღეს დილით თბილისში გაიხსნა საქართველო-ბელორუსიის ბიზნესფორუმი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელთა 180-ზე მეტი პირისპირ შეხვედრა და რამდენიმე საქმიანი კონტრაქტის გაფორმება.

XS
SM
MD
LG