Accessibility links

logo-print

ნაციონალური მოძრაობის თანახმად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამგებლისა და საკრებულოს თავჯდომარის ნათესავები მუშაობენ


ნაციონალური მოძრაობის მიერ გურჯაანში შექმნილმა ანტიკორუფციულმა კომისიამ გამოაქვეყნა სქემა, რომელიც, კომისიის განცხადებით, ნეპოტიზმის ფაქტებს ასახავს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის მტკიცებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მაღალ თანამდებობებზე გამგებლისა და საკრებულოს თავჯდომარის ნათესავები მუშაობენ. ნაციონალური მოძრაობის ცნობით, ადგილობრივ თვითმმართველობაში ვერ დასაქმდნენ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მონაწილეები, რომლებმაც ტესტირების შედეგად მაღალი ქულა მიიღეს. ნეპოტიზმის ფაქტები უარყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ. მან ნაციონალური მოძრაობა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG