Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაზპრომი“ უსაფუძვლოდ მიიჩნევს ევროკავშირის ბრალდებებს


რუსეთის ენერგოკომპანია „გაზპრომი“ უარყოფს ევროკავშირის ბრალდებებს, რომ ბოროტად სარგებლობს ბაზარზე თავისი დომინანტური პოზიციით. „გაზპრომის“ შეფასებით, ბრალდებები „უსაფუძვლოა“. ეს გამოხმაურება რამდენიმე საათში მოჰყვა ევროკომისიის მიერ წაყენებულ ბრალდებას, რომ „გაზპრომი“ არღვევს კონკურენციის წესებს აღმოსავლეთ ევროპის რვა ქვეყანაში. ბრალდების წაყენება მოჰყვა 2012 წელს დაწყებულ მოკვლევას ევროკავშირის წევრების საჩივრის საფუძველზე. კონკურენციის საკითხებში ევროკომისრის, მარგარეტე ვესტაგერის განცხადებით, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ „გაზპრომი“ შესაძლოა „ხელოვნურ ბარიერებს“ ქმნიდეს გაზის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გარკვეული ქვეყნებიდან სხვა ქვეყნებში გადასაქაჩად, რითაც ის ხელს უშლის კონკურენციას. ანტიმონოპოლიური წესების დარღვევაში „გაზპრომის“ დადანაშაულების ფონს ქმნის ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, რომელთა მიზეზიც არის უკრაინაში რუსეთის მოქმედება.

XS
SM
MD
LG