Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა


ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ახალკაციშვილმა თანამდებობას დატოვა. მან განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გადადგა მედიით გავრცელებული ინფორმაციის გამო, თითქოს მან სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობით კანონი დაარღვია. ის აცხადებს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა თანამდებობას ტოვებს, რათა სააგენტოს ჩრდილი არ მიადგეს.

XS
SM
MD
LG