Accessibility links

logo-print

ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ორი თვის შემდეგ მიიღებენ


ხელისუფლება ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 1-2 თვის შემდეგ მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. მან თქვა, რომ ხელისუფლება აპრილის ბოლოს მონაცემებს ელოდებოდა, რათა ერთობლივად ემუშავათ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. „იმის გამო, რომ ძალიან ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები გვაქვს, ჩვენ დაველოდებით ალბათ 2 თვეს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

XS
SM
MD
LG