Accessibility links

logo-print

"ენერგო-პრო ჯორჯიამ" სემეკს ტარიფის კორექტირება სთხოვა


"ენერგო-პრო ჯორჯიამ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას ტარიფის კორექტირების თხოვნით მიმართა. "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს, რომ კომპანიას ელექტროენერგიის შესყიდვის საფასური გაუძვირდა. კომპანიის განცხადებით, დენის ღირებულებამ იმდენად მოიმატა, რომ უკანასკნელ თვეებში "ენერგო-პრო ჯორჯიამ" ყველა ფინანსური რესურსი გამოიყენა ამ მიმართულებით და ეს რესურსიც მთლიანად ამოიწურა. "ენერგო-პრო ჯორჯიამ" ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას წარუდგინა ყველანაირი კალკულაცია და გათვლები, თუმცა ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სემეკ-მა უნდა მიიღოს", - განაცხადეს "ენერგო-პრო ჯორჯიაში".

XS
SM
MD
LG