გია გვილავა პროკურატურის რეფორმის კონცეფციაზე
23 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტების მენეჯერი. მან ილაპარაკა პროკურატურის რეფორმის კონცეფციაზე. გია გვილავამ წარმოადგინა კოალიციის - "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" - მიერ შემუშავებული შენიშვნები. გია გვილავამ განმარტა რატომ არის მნიშვნელოვანი პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მთავარი პროკურორის შერჩევა-დანიშვნის პროცესის პოლიტიკური გავლენისგან მაქსიმალურად დაცვა. გია გვილავა შეეხო ანგარიშვალდებულების საკითხსაც.
ეპიზოდები
-
აპრილი 17, 2024
აქციაზე დევნის ქრონიკა
-
აპრილი 16, 2024
„არა რუსულ კანონს!“ - დრონით გადაღებული საპროტესტო აქცია
-
აპრილი 11, 2024
რას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი?
-
აპრილი 10, 2024
შვილი: სანდრო თაქთაქიშვილი
-
აპრილი 01, 2024
ომისთვის გაწვრთნილები