Accessibility links

logo-print

მარგველაშვილმა და ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას


საქართველოს და ბელორუსიის პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. მისი ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, საქართველო და ბელორუსია სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში ადასტურებენ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპებს და დაუშვებლად აცხადებენ ძალით დამუქრებას. ამავე დოკუმენტში საუბარია სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და ბელორუსიის თანამშრომლობის განვითარებაზეც.

XS
SM
MD
LG