Accessibility links

logo-print

ალექსანდრ ლუკაშენკო: ჩემთვის საქართველო ყოველთვის ლეგენდარული ქვეყანა იყო


ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს და მის დედაქალაქს ლეგენდარული უწოდა. პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დაწყებამდე ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მისდა სამარცხვინოდ დღემდე არ ყოფილა თბილისში და ფაქტობრივად საქართველოში, გარდა სოხუმისა, რომელსაც საბჭოთა პერიოდში სტუმრობდა. „როგორც ისტორიკოსს ბევრი რამ წამიკითხავს საქართველოზე, ბევრი ვიცი და ჩემთვის ის ყოველთვის ლეგენდარული ქვეყანა იყო, ამიტომ ადრე უნდა ჩამოვსულიყავი“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს და ბელორუსიას, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური წინააღმდეგობა არ აქვთ, შეუძლიათ მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები შექმნან. ალექსანდრ ლუკაშენკომ დასავლეთში ბელორუსიის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ყოფილ და ამჟამინდელ პრეზიდენტებს.

XS
SM
MD
LG