Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა საქართველოსა და ბელორუსიის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოსა და ბელორუსიის პრეზიდენტების - გიორგი მარგველაშვილისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს პირისპირ შეხვედრა და ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების მოლაპარაკება. პრეზიდენტებმა საქართველოსა და ბელორუსიის ურთიერთობის გაღრმავების და გაფართოების საკითხები განიხილეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას, რომელმაც დაგეგმილზე მეტხანს გასტანა, გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ იმსჯელეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც, უკრაინაში არსებულ სიტუაციასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

XS
SM
MD
LG