Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: აშშ-ის საწვრთნელი პროგრამა არღვევს უკრაინის საზავო შეთანხმებას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის განუცხადა, რომ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის სამხედროები წვრთნიან უკრაინის ეროვნული გვარდიის ძალებს, წარმოადგენს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის თაობაზე მიღწეული საზავო შეთანხმების დარღვევას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლავროვმა ეს ბრალდება გამოთქვა სატელეფონო საუბარში, რომელიც კერის ინიციატივით შედგა 22 აპრილს. როგორც ჩანს, აშშ ამ ბრალდებას არ გაიზიარებს. უკრაინის ძალებს 300-მდე ამერიკელი საჰაერო მედესანტე წვრთნის პროგრამით, რომელიც ოფიციალურად 20 აპრილს დაიწყო, დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის რეგიონში - დაახლოებით 1000 კილომეტრის მოშორებით აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხეების კონტროლის ქვეშ მყოფი არეალებიდან, სადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და მთავრობის ძალებს შორის ბრძოლას 6100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა 2014 წლის აპრილის შემდეგ. თებერვალში მიღწეული საზავო შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინიდან ყველა უცხოელი „შეიარაღებული ფორმირების“ გაყვანას და შეიარაღების გატანას. კიევის და დასავლეთის თვალსაზრისით, ეს ითვალისწინებს რუსეთის სამხედროებს და იარაღს - რასაც, მათი თქმით, მოსკოვი გზავნის უკრაინაში, სეპარატისტთა მხარდასაჭერად. რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს, მიუხედავად კიევის და ნატოს განცხადებებისა, რომ უტყუარი მტკიცებულებები არსებობს.

XS
SM
MD
LG