Accessibility links

logo-print

ნემცოვის მოკავშირეები გამოდიან მოწოდებით აშშ-მა სანქციები დაუწესოს რუს „პროპაგანდისტებს“


რუსეთში მოკლული პოლიტიკოსის, კრემლის კრიტიკოსის, ბორის ნემცოვისმოკავშირეები აშშ-ის მოუწოდებენ სანქციები დაუწესოს რუსეთის სატელევიზიო „პროპაგანდისტებს“, რომლებსაც ისინი ბრალს სდებენ მედიაში სიძულვილის კამპანიის გაღვივებაში, რამაც ნემცოვის მკვლელობას შეუწყო ხელი. ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის და მიხაილ კასიანოვი 23 აპრილს ვაშინგტონში შეხვდებიან აშშ-ის გავლენიან დეპუტატებს და თხოვენ მედიის სფეროში მომუშავე 8 პირი დაემატოს შავ სიას, მაგნიტსკის აქტის ფარგლებში. ეს აქტი სჯის რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ადამიანის უფლებების დარღვევასთან. სია მოიცავს ტელეწამყვანს და სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელ დმიტრი კისელიოვს, ტელეწამყვან ალექსეი პუშკოვს და სხვებს. კასიანოვმა, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირველი ვადის დროს პრემიერ-მინისტრი იყო, ახლა კი კრემლის მწვავე ოპონენტია, ნემცოვთან ერთად დააარსა ოპოზიციური პარტია.

XS
SM
MD
LG