Accessibility links

logo-print

გადადგა ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი


ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა, ჯუმარტ ოტორბაევმა 23 აპრილს პარლამენტს განუცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. პრემიერის პოსტზე ოტორბაევი გასული წლის აპრილიდან მუშაობს. ოტორბაევმა განაცხადა, ნამდვილ დემოკრატიაში ძალაუფლებაზე მონოპოლია არ უნდა იყოსო, თუმცა გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ უთქვამს. ოტორბაევის გადადგომის ფონია განახლებული სკანდალი ოქროს მომპოვებელი კომპანიის, კუმტორის გარშემო, რომელსაც კომპანია კუმტორ გოლდი ამუშავებს. ყირგიზეთის მთავრობა კუმტორ გოლდის დაახლოებით მესამედს ფლობს, სახელმწიფო კომპანია ყირგიზალტუნის მეშვეობით, დანარჩენი კი კანადური კომპანიის, ცენტერა გოლდის მფლობელობაშია. 10 აპრილს გადადგა ყირგიზალტუნის ხელმძღვანელი, ტოკომ მამიტოვი - მან გააპროტესტა ოტორბაევის წინადადება დირექტორთა საბჭოში უცხოეთის მოქალაქეების შეყვანის თაობაზე ახალ, ყირგიზულ-კანადურ კომპანიაში, რომელმაც კუმტორ გოლდი უნდა ჩაანაცვლოს. 2003 წელს მიღწეულმა შეთანხმებამ ყირგიზეთის მთავრობას 17 პროცენტიანი წილი მიანიჭა, დანარჩენი კი ცენტერას კონტროლის ქვეშ მოხვდა. შეთანხმებაზე ხელმეორედ მოილაპარაკეს 2009 წელს და ყირგიზეთის მთავრობამ თითქმის 33 პროცენტი მოიპოვა. ოპოზიციური პარტიები და ადგილობრივი მოსახლეობა ბოლო წლებში გამოდიან საბადოს ნაციონალიზაციის მოწოდებით.

XS
SM
MD
LG