Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: ანტიტერორისტულ ოპერაციას შეეწირნენ დასავლელი მძევლები


თეთრი სახლის განცხადებით, ორი დასავლელი მძევალი შეეწირა აშშ-ის მიერ იანვარში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას, ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან ახლოს. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „უდიდესი მწუხარება“ გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპერაციამ იმსხვერპლა ორი მძევალი,აშშ-ის და იტალიის მოქალაქეები უორენ უაინშტაინი და ჯოვანი ლო პორტო, რომლებიც ალ-ყაიდის ტერორისტულ ქსელს ჰყავდა ტყვეობაში. თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვამ მიზანში ამოიღო ობიექტი ისე, რომ იქ დასავლელი მძევლების ყოფნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. მედიაში ვრცელდება ანონიმურად დატოვებული ამერიკელი ოფიციალური პირების სიტყვები, რომ მძევლები იმსხვერპლა უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულმა თავდასხმამ. იმავე ოპერაციას შეეწირა აჰმედ ფარუყი - აშშ-ის მოქალაქე, რომელიც შემდგომში ალ-ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. აშშ-ის კიდევ ერთი მოქალაქე, ალ-ყაიდის ტერორისტად ქცეული ადამ გადანი სხვა ოპერაციის შედეგადმოკლეს იანვარში. ობამამ განაცხადა, რომ სრულად იღებს პასუხისმგებლობას მათ სიკვდილზე და დასძინა, რომ მისი სურვილია ამერიკელ ხალხს მიაწოდოს რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია კონტრტერორისტულ ოპერაციებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ აშშ-ის მოქალაქეთა სიცოცხლე ეწირება.

XS
SM
MD
LG