Accessibility links

logo-print

PACE ქმნის ახალ ქვეკომიტეტს „გაყინული კონფლიქტების“ საკითხებზე


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქმნის ახალ ქვეკომიტეტს, რომელიც იმუშავებს „კონფლიქტებზე ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის“. ქვეკომიტეტი იმოქმედებს უკვე არსებულ მონიტორინგის კომიტეტთან და იმუშავებს კონფლიქტებზე, რომლებშიც აქტიური შეიარაღებული ფაზა დასრულებულია, მაგრამ არ გაფორმებულა სამშვიდობო შეთანხება, რომელიც დააკმაყოფილებდა ყველა მებრძოლ მხარეს. როგორც საპარლამენტო ასამბლეის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ, ქვეკომიტეტი არ წარმოადგენს კონფლიქტების გადაწყვეტის მექანიზმს და მისი მიზანი იქნება საპარლამენტო დიპლომატიის გამოყენება, რათა მხარი დაუჭიროს კონფლიქტების გადაჭრის არსებულ მექანიზმებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეკომიტეტი პირველ ეტაპზე იმუშავებს კონფლიქტებზე მთიანი ყარაბაღის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის, ჩრდილოეთ კვიპროსის, დნესტრისპირეთის და ყირიმის გარშემო, ისევე როგორც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით.

XS
SM
MD
LG