Accessibility links

logo-print

ნადეჟდა სავჩენკოს 24 აპრილს ახალ ბრალს წაუყენებენ


უკრაინელ სამხედრო მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს, რომელიც რუსეთში იმყოფება პატიმრობაში, დღეს ახალ ბრალს წაუყენებენ. ლაპარაკია საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე. გამოძიების ვერსიით, სავჩენკომ, რომელსაც უკრაინის აღმოსავლეთში რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში სდებენ ბრალს, თითქოს უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი და რუსეთში მიმალვას შეეცადა. დაცვის მხარემ უკვე განაცხადა, რომ მყისიერად გაასაჩივრებს ახალ ბრალდებას. ნადეჟდა სავჩენკო უარყოფს ყველა ბრალდებას და აცხადებს, რომ ის სეპარატისტებმა დაატყვევეს და წაიყვანეს რუსეთში, სადაც გასული წლის ზაფხულში დააპატიმრეს. კიევმა და დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ მოსთხოვეს რუსეთს ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლება, მინსკის შეთანხმებებით განსაზღვრული პირობებით. თებერვალში სასამართლომ სავჩენკოს 13 მაისამდე გაუგრძელა პატიმრობა.

XS
SM
MD
LG