Accessibility links

logo-print

მაკედონიაში მატარებელმა 14 მიგრანტი დახოცა


მაკედონიაში 14 მიგრანტი დაიღუპა მატარებლის დაჯახების შედეგად 23 აპრილს. ინცინდენტი მაკედონიის ცენტრალურ ქალაქ ველესში მოხდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით დაღუპულთა უმრავლესობა ავღანელი და სომალელი მიგრანტები არიან. მედიის ინფორმაციით, მიგრანტთა დიდი ჯგუფი ძალიან ვიწრო ლიანდაგის მახლობლად ფეხით გადაადგილდებოდა. ცოცხლად დარჩენილთა ნაწილი პოლიციამ დააკავა. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, როგორც მთავარ მარშრუტს, ხშირად იყენებენ არალეგალი მიგრანტები დასავლეთ ევროპაში ჩასასვლელად.

XS
SM
MD
LG