Accessibility links

არსენი იაცენიუკი დასავლეთისგან შეიარაღებას ითხოვს


უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი თვლის, რომ დონბასში კონფლიქტის მოსაგვარებლად დიპლომატიურ ძალისხმევას უცხოეთიდან სამხედრო დახმარებით გამყარება სჭირდება. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა არსენი იაცენიუკმა უმაღლეს რადაში გამართული სამთავრობო საათის დროს. „ვთვლით, რომ კონფლიქტი დონბასში უნდა გადაიჭრას რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებების სრული და უპირობო შესრულების გზით. ვთვლით, რომ უკრაინისა და მთელი მსოფლიოს დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გამყარდეს უკრაინის სამხედრო ძალებით“, -აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. არსენი იაცენიუკმა აგრეთვე განაცხადა: „მივმართავდით და მივმართავთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უკრაინის არმიისთვის დახმარების თხოვნით. უკრაინის არმიას სჭირდება შეიარაღება უკრაინის დასაცავად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა გაიგონონ: დღეს უკრაინა მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ იბრძვის - ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ევროკავშირში, ვიბრძვით შვიდობისთვის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“.

XS
SM
MD
LG