Accessibility links

logo-print

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგმო კადიროვის განცხადება


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგმო რამზან კადიროვის კომენტარი და მას „ჩეჩნეთის ლიდერისათვის მიუღებელი განცხადება“ უწოდა. კრემლის მიერ მხარდაჭერილმა ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მათ ლიკვიდაციის მიზნით ცეცხლი უნდა გაუხსნან უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც ჩეჩნეთში მის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად ახორციელებენ ოპერაციებს. კადიროვი ამ განცხადებით გამოვიდა 21 აპრილს, გროზნოში გამართულ შეხვედრაზე. ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს განცხადება გააღრმავებს შეშფოთებას, რომ ჩეჩნეთზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით ვლადიმირ პუტინის მხრიდან კადიროვზე დაყრდნობა სულ უფრო მეტად სარისკო ხდება. განცხადების ფონია მზარდი შეშფოთება კადიროვსა და რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურების ზოგიერთ წარმომადგენელს შორის კონფლიქტის თაობაზე.

XS
SM
MD
LG