Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ქვეყნის ენერგეტიკის სფერო


ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგად შეაფასა ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვის თაობაზე ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისადმი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიის“ მიმართვა. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის გაძვირების ტენდენციას მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა განაპირობებს და ამ მხრივ, გადამწყვეტი როლი შეასრულა ლარის დევალვაციამ. მაჭავარიანის თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების გამო ენერგოდისტრიბუციის კომპანიები იძულებულნი არიან სხვა ქვეყნებში მყარი ვალუტით შეძენილი ელექტროენერგიის საფასური გააძვირონ. ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობამ გარდა იმისა, რომ ვერც ერთი ენერგეტიკული პროექტი ვერ განახორციელა, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ქვეყნის ენერგეტიკის სფერო. ყოფილმა მმართველმა პარტიამ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, განიხილოს ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთავაზებული ეკონომიკური განვითარების გეგმა.

XS
SM
MD
LG