Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა შეაფასა ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტი


ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში არანაირი გზავნილი არ ჩამოუტანია - ასე გამოეხმაურა დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრესით გავრცელებულ ცნობებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო თბილისს რუსეთისგან გზავნილებით სტუმრობდა. ამ ვერსიას ირაკლი ღარიბაშვილმა სპეკულაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერი სრულიად საჯარო და გამჭვირვალე იყო. პრემიერის შეფასებით, საქართველოში ბელორუსიის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი მნიშვნელოვანი და კარგად ორგანიზებული იყო. „ეს იყო ძალიან კარგი და მეგობრული ვიზიტი, რომლითაც კარგი საფუძველი ჩაეყარა ჩვენ ქვეყნებს და ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა, რომელმაც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსგან მიწვევა მიიღო, ბელორუსიაში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს, რაც კიდევ უფრო წაადგება სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, თუ სხვა სახის თანამშრომლობას.

XS
SM
MD
LG