Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

28 აპრილიდან საქართველოში С ჰეპატიტით დაავადებულთა რეგისტრაცია დაიწყება


С ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაში პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განუცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, მედიკამენტების პირველი პარტია შემოვა კვირას ან ორშაბათს, ხოლო პაციენტების რეგისტრაცია დაიწყება სამშაბათს. "მომავალი კვირის განმავლობაში პირველი პაციენტები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მკურნალობა, მიიღებენ ამ პრეპარატს", - განაცხადა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG