Accessibility links

logo-print

რუსი გენერალი ნატოს მხრიდან „ჰიბრიდულ ომზე“ საუბრობს


აშშ-ისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მოქმედების ანალიზი ცხადყოფს, რომ რუსეთის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ პირველი ეტაპი წარმოებს, ამის თაობაზე რუსეთის არმიის დასავლეთ სამხედრო ოლქის სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი სიდოროვმა განაცხადა. მაღალჩინოსანი სამხედროს თქმით, ამ ფაზის დროს პოლიტიკური და ეკონომიკური ზომებით შიდაპოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია ხდება. „აშშ-ი რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთის მიმართულების დაჯგუფების მიერ საბრძოლო და ოპერატიული მომზადების მაღალ ინტენსიურობას იყენებს საბაბად და ჩვენს ქვეყანას წარმოაჩენს, როგორც აგრესორს ევროპის ქვეყნების წინაშე,“ - განაცხადა გენერალმა მოსკოვში მიმდინარე სამხედრო-ისტორიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

XS
SM
MD
LG