Accessibility links

logo-print

თურქეთი: რუსეთმა იცის, რა არის „გენოციდი“ - თვითონ იმდენი ჟლეტა აქვს მოწყობილი


თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა დახოცვის „გენოციდად“ მოხსენიებისათვის. 24 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში სამინიტრო წერს: „იმ (არაერთი) მასობრივი ხოცვა-ჟლეტის, გადასახლების (...) გათვალისწინებით, რაც რუსეთს აქვს მოწყობილი კავკასიაში, შუა აზიაში და აღმოსავლეთ ევროპაში გასული საუკუნის განმავლობაში, ვფიქრობთ, ყველაზე უკეთ სწორედ რუსეთმა უნდა იცოდეს, რა არის გენოციდი და რა არის მისი სამართლებრივი განზომილება“. პუტინმა 24 აპრილს ერევანში გამართულ ცერემონიაზე უწოდა „გენოციდი“ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონი სომხის დახოცვას.

XS
SM
MD
LG