Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში უფლებათადამცველი აქტივისტი მოკლეს


ცნობილი აქტივისტი და უფლებათადამცველი ქალი მოკლეს მანქანიდან გასროლით პაკისტანის ქალაქ კარაჩიში. საბინ მეჰმუდი 24 აპრილს სახლში ბრუნდებოდა, როდესაც უცნობმა მას ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად დაიჭრა მისი დედაც, რომელიც ინცინდენტის დროს შვილთან ერთად იმყოფებოდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. საბინ მემჰმუდი საქველმოქმედო ორგანიზაცია „მეორე სართულის“ დირექტორი იყო და მისი საქმიანობის გამო, არაერთხელ მიუღია მოკვლის მუქარა.

XS
SM
MD
LG