Accessibility links

logo-print

ნეპალში იზრდება მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი


ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 600-ს მიაღწია მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა კატმანდუს ხეობაში. დანგრეულია მრავალი საცხოვრებელი სახლი. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს არის ქვეყანაში უკანასკნელი 81 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე სასტიკი მიწისძვრა. 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან 80 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მიწისძვრამ დაანგრია კატმანდუს ისტორიული დხარარას კოშკი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში ააგეს. კოშკის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობის ნანგრევებში სულ მცირე 50 მოყოლილი.

XS
SM
MD
LG