Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლის გაყიდვას არ გამორიცხავს


ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ მაქვს, ალბათ, ეს შენობა უნდა გაიყიდოს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტებზე ისაუბრა. როგორც სამთავრობო პროგრამის - "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში იმერეთის რეგიონში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ხელისუფლებამ ინტენსიური მუშაობა დაიწყო იმერეთის რეგიონში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად. ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა წყალტუბოს ბალნეოლოგიური ინფრასტრუქტურის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ხოლო დაბა ხარაგაულში ახალი ამბულატორია გახსნა.

XS
SM
MD
LG