Accessibility links

ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა მარიუპოლთან ახლოს


ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და ორი დაიჭრა 25 აპრილს საპორტო და ქალაქ მარიუპოლთან ახლოს პრორუსული სეპარატისტების პოზიციებიდან ნასროლი საარტილერიო ჭურვის შედეგად. უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით ჯარისკაცი დაიღუპა სოფელ შიროკინოსთან, სადაც ორი კვირის წინ ქართველი მოხალისე გიორგი ჯანელიძეც დაეცა. ეუთოს მონიტორინგის მისიის მიერ აპრილის თვის ანგარიშში შიროკინო დახასიათებულია, როგორც დასახლებული პუნქტი, სადაც ბოლო დღეებში ხშირად ხდება შეტაკებები და ძალადობა.

XS
SM
MD
LG