Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეპალში 1130-ს მიაღწია მიწისძვრის მსხვერპლმა


ნეპალის მთავრობის ცნობით სულ მცირე 1130 კაცი დაიღუპა ქვეყნის დედაქალაქ კატმანდუსთან ახლოს მომხდარ 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად. მიწისძვრამ დაანგრია კოშკები და შენობები, გამოიწვია ძლიერი ზვავები ევერესტის მყინვარზე. სპეციალისტებია აცხადებენ, რომ ეს არის ქვეყანაში უკანასკნელი 81 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე სასტიკი მიწისძვრა. 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან 80 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მიწისძვრამ დაანგრია კატმანდუს ისტორიული დხარარას კოშკი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში ააგეს. კოშკის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობის ნანგრევებში სულ მცირე 50 მოყოლილი.

XS
SM
MD
LG