Accessibility links

დონბასში ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა


უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა პრორუსულად განწყობილი მეამბოხეების მიერ განვლილი დღე-ღამის განმავლობაში განხორციელებული საარტილერიო იერიშების შედეგად. უწყების სპეციალური წარმომადგენლის ოლექსანდრ მოტუზიანიკის თქმით, სეპარატისტებმა, რომლებიც დონბასის ორ ოლქს აკონტროლებენ, კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ქალაქ პესკიდან მსხვილკალიბრიანი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამთავრობო ჯარების პოზიციებს.

XS
SM
MD
LG