Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს


26 აპრილს ყაზახეთში დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც უპირობოდ ფავორიტად სახელდება ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ქვეყანას 25 წელი უდგას სათავეში. საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მეტოქეები თურგუნ სიძიკოვი და აბელგაზი კუსაინოვი საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი მთავრობის მომხრე პოლიტიკოსები არიან, რომლებიც თავიანთი მონაწილეობით კონკურენტული არჩევნების ილუზიის შექმნას ცდილობენ. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში შევიწროვებულია ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია, 74 წლის ნაზარბაევი, სავარაუდოდ, იოლად შეძლებს მეხუთე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.

XS
SM
MD
LG