Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2200-მდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა ნეპალში


მძლავრი ბიძგები წუხელ კვლავ განმეორდა ნეპალში, სადაც დამანგრეველი მიწისძვრისა და მისგან გამოწვეული ზვავების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2200 კაცამდე გაიზარდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევების სამსახურმა 26 აპრილს 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად და ასევე ინდოეთის ტერიტორიაზე, სადაც მიწისქვეშა ბიძგებმა ნიუ დელის მეტროს მუშაობის შეფერხება გამოიწვია. ნეპალის ტერიტორიაზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები, რომელშიც ჩაერთვებიან აშშ-დან და ჩინეთიდან გაგზავნილი მაშველთა ბრიგადებიც. მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში გაემგზავრნენ საერთაშორისო წითელი ჯვრის, ასევე ორგანიზაციების „ექიმები საზღვრებს გარეშე“ და „ქრისტიანული დახმარების“ წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG