Accessibility links

ავღანეთში პოლიციის გენერალი მოკლეს


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის უფროსი და ერთი სამოქალაქო პირი მოკლეს ურუზგანის პროვინციაში. გენერალი გულაბ ხანი 25 აპრილს პოლიციის განყოფილების წინ ჩაცხრილეს. სამოქალაქო პირი, რომელიც თავდამსხმელებმა ასევე გამოასალმეს სიცოცხლეს, გენერლის სტუმარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელთა შორის იყო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც დაპატიმრებულია. გენერალი გულაბ ხანი, წარსულში პროვინციის სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გასულ თვეში, წინამორბედის ქაბულში მოკვლის შემდეგ დანიშნეს პოლიციის უფროსის პოსტზე.

XS
SM
MD
LG