Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა ჰაკერებმა ობამას წერილები წაიკითხეს


რუსმა ჰაკერებმა, რომლებმაც შარშან თეთრი სახლის კომპიუტერულ სისტემა ამოიღეს მიზანში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ელექტრონულ ფოსტაში შეღწევა მოახერხეს. ამის თაობაზე გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის თანახმად, ეს გატეხვა უფრო საშიში იყო, ვიდრე ხელისუფლებამ აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ ჰაკერებმა ვერ მოახერხეს თეთრი სახლის გასაიდუმლოებულ ქსელში შესვლა, დაუცველ კომპიუტერ სისტემაში მაინც აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის დიპლომატიური მიმოწერა, ობამას დღის წესრიგი და კანონპროექტებზე მსჯელობა. თეთრმა სახლმა უარი თქვა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ პუბლიკაციის კომენტარზე. თუმცა, აპრილის დასაწყისში აშშ-ის ხელისუფლებამ დაადასტურა ელექტრონული სისტემის გატეხვა.

XS
SM
MD
LG