Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ პროპაგანდისტულ ფილმში პუტინი დასავლეთს ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს


რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიებმა აჩვენეს მორიგი პროპაგანდისტული ფილმი, რომელშიც პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, რომ პრეზიდენტობის პირველივე წლებიდანვე იცავს ქვეყნას ტერორისტებისაგან, რომლებსაც, მისი ვარაუდით, დასავლეთი უჭერდა მხარს. ფილმში „პრეზიდენტი“, რომელიც 26 აპრილს ტელეარხ „როსსია 1“- ით და "როსსია 24"-ით გადაიცა, ვლადიმირ პუტინი ბრალს დებს დასავლეთს, რომელიც იმ იმედით, რომ ეს რუსეთს დაასუსტებდა, 1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში თვალს ხუჭავდა, ანდა მხარს უჭერდა რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ ექსტრემისტებს.

XS
SM
MD
LG