Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში საავტორო უფლებების ევროპის კვირეული ჩატარდება


თბილისში 28-29 აპრილს საავტორო უფლებების ევროპის კვირეული ჩატარდება. საავტორო უფლებათა ასოციაციის ცნობით "ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის" ეგიდით კომიტეტის სხდომა ჩატარდება, რომელსაც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია უმასპინძლებს. CISAC საავტორო უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1926 წელს და აერთიანებს 127 ქვეყნის 227 საავტორო უფლებების ორგანიზაციას, მათ შორის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას.

XS
SM
MD
LG