Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ მზადაა პარლამენტში მივიდეს


კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ მზადაა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტში მივიდეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხოს.მიხეილ გიორგაძის თქმით ასეთი შეხვედრა უახლოეს პერიოდში ჩატარდება. „შეიქმნება თუ არა საყდრისის საკითხზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია, ეს თავად პარლამენტის გადასაწყვეტია. ჩემთვის ნათელია, რატომ მიიღო კულტურის სამინისტრომ ის გადაწყვეტილება, რაც მან მიიღო", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ გიორგაძემ.

XS
SM
MD
LG