Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლდა „კაბელების საქმის“ წინასასამართლო სხდომა


თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა წინასასამართლო სხდომა ე.წ. კაბელების საქმეზე, რომლის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელია ბრალდებული. მათ პროკურატურა ადანაშაულებს კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, ოთხ მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვაში. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. განსასჯელთა მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია. მან კვლავ განაცხადა, რომ ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. „ხელისუფლება ამ სამარცხვინო ლაქას ვერ მოიცილებს, სანამ სასამართლო პროცესი არ დასრულდება და არ გამოვლინდება, რასთან გვაქვს საქმე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ. მან იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო ობიექტურ ჭეშმარიტებას დაადგენს.

XS
SM
MD
LG