Accessibility links

კიევში გაიმართება უკრაინა-ევროკავშირის სამიტი


დღეს კიევში იმართება უკრაინა-ევროკავშირის სამიტი. მოსალოდნელია, რომ ყურადღება გამახვილდება მინსკის შეთანხმების შესრულების საკითხებზე. შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ზომებს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტისთვის ბოლოს მოსაღებად, თებერვალში მოაწერეს ხელი. შედეგად მართალია, იკლო ძალადობამ, მაგრამ ინციდენტები მაინც გრძელდება. ხოლო შეთანხმებით გათვალისწინებული პოლიტიკური ზომების გარშემო აზრთა სხვაობა რჩება. უკრაინელმა სამხედროებმა 26 აპრილს გაავრცელეს ცნობა, მეამბოხეების თავდასხმების შედეგად ერთი ჯარისკაცის დაღუპვის და შვიდის დაჭრის შესახებ. უკრაინა და ევროკავშირი პირველად მართავენ სამიტს მას შემდეგ, რაც შარშან ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას. დღევანდელ სამიტზე იმსჯელებენ უკრაინაში ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების მხრივ არსებულ ვითარებაზეც და პოროშენკოს თხოვნაზე, ევროპელი დამკვირვებლები განთავსდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის სამეთვალყურეოდ.

XS
SM
MD
LG