Accessibility links

ნეპალიდან იუწყებიან 3700-ზე მეტი დაღუპულის შესახებ


ნეპალში 3700-ს გადააჭარბა 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რიცხვმა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ვერ დაამყარეს კონტაქტი ყველაზე მძიმედ დაზარალებულ მაღალმთიან რეგიონებთან და შიშობენ, რომ დაღუპულების რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. იუწყებიან აგრეთვე, რომ 26 აპრილს განმეორებითმა მიწისძვრამ ჰიმალაის მთებში მეტი ზვავი გამოიწვია. კატმანდუს მილიონამდე მოსახლე და ტურისტები ორი დღეა ღია ცის ქვეშ რჩებიან და მთავრობა დახმარებას თხოვს საერთაშორისო თანამეგობრობას. 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაშავებულების რიცხვი 6500-ს აჭარბებს. მეზობელმა ქვეყნებმა ნეპალში გააგზავნეს სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავები, დატვირთული სამედიცინო აღჭურვილობით, სურსათით და წყლით. მიწისძვრა ყველაზე ძლიერი იყო სამხრეთ აზიაში ბოლო 80 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. მან დაანგრია კატმანდუს ძველი შენობების დიდი ნაწილი და იმდენად ძლიერი იყო, რომ იგრძნობოდა ინდოეთში, ბანგლადეშში, ტიბეტსა და პაკისტანში.

XS
SM
MD
LG