Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადეჟდა სავჩენკო, შესაძლოა, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანონ


უკრაინელი სამხედრო მფრინავი ქალი, ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც რუსეთში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, შესაძლოა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანონ მას შემდეგ, რაც მან შიმშილობა განაახლა პატიმრობის გასაპროტესტებლად. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, კრისტინა ბელოუსოვას განცხადებით, სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც მან შაბათ-კვირას უარი თქვა საკვების მიღებაზე. ბელოუსოვას ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, სავჩენკოს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ. ნადია სავჩენკო შარშანდელი ივლისიდან იმყოფება რუსეთის საპატიმროში მას შემდეგ, რაც ის, თავად სავჩენკოს თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე შეიპყრეს სეპარატისტებმა და უკანონოდ ჩაიყვანეს რუსეთში. მას ბრალად ედება თანამონაწილეობა ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. ზამთრის თვეებში სავჩენკომ, პროტესტის ნიშნად, 80 დღეზე მეტი იშიმშილა.

XS
SM
MD
LG